June 7, 2011

პირში ჩალა, თვალებში ნაცარი, ნაცარში კოვზი, კედელზე ცერცვი

სრულიად ჩვეულებრივი ამბავია - ერთ დღეს გაიღვიძო და იფიქრო, ამ ზაფხულის პირზე მშვენიერი იქნებოდა, უქმე დღე ქალაქგარეთ, რომელიმე ტბაზე გაგეტარებინა.

ამ იდეას მეგობარს უზიარებ, საუბარში იხსენიებთ ყვარელს, ლოპოტას, ბაზალეთს, მერე მოკალათებული მუხლზე ლეპტოპს შემოიდებ, წინასწარ გახარებს სასიამოვნოდ გასატარებელი დღის სიტკბოები და დაგეგმვასაც ხალისით იწყებ.

გახსენდება ყვარლის ტბა, რომელიც ახლახანს აშენდა, გალამაზდა და გამშვენდა. შედიხარ ვებგვერდზე, ნახულობ ფასებს, რეკავ..

გახსენდება ლოპოტა, აქაც იგივე გზას იმეორებ- შედიხარ, ვებგვერდზე, ეცნობი პირობებს, ნახულობ ფასებს, რეკავ..

იმეორებ იგივეს ბაზალეთის კურორტზე და ბოლოს სულ გავიწყდება, როგორ იჯექი და როგორ გრძნობდი სასიამოვნო შეგრძნებებს დასაგეგმი უქმე დღის შესახებ, ჩალის გემოს გრძნობ და გაწბილებული და ნირწამხდარი ხარ.

საქმე იმაშია, რომ შენ გამოგრჩა სად ხარ, რა ხდება გარშემო და ისიც გამოგრჩა, რომ აქ, აი ასე ვერ ადგები, ვერ გაიღვიძებ და უცებ ვერ დაგეგმავ უქმე დღეებს და თან სასიამოვნო გრძნობებსაც ვერ შეიტოვებ - თუ ძალიან ბევრი ფული არ გაქვს.

ფული და უფულობა ჯანდაბას, რომ არა სიბრაზე, რომელიც ისე მოგიცავს, ადგილს არ დაგიტოვებს იფიქრო - ”იქნებ, მაინც წავსულიყავი, ა?”

მერე აი ასე, ჩემნაირად, კიდევ მოკალათდები და დაუვლი მსოფლიო კურორტების, ტბების, სანაპიროების თუ სასტუმროების ვებგევრდებს და კი ისედაც იცოდი, მაგრამ საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის დასამტკიცებლად მათ ფასებსა და პირობებს ეცნობი.

ღმერთო ჩემო! იტალიის კურორტი, ტბა კომო, სასტუმრო ტენზო კროტო, ორადგილიანი ნომერი 217 ლარი, ფოტოებსა თუ ჩამოთვლილ პირობებს ვერც შეადარებ სამამულო დასასვენებელ კურორტებს, ეს თქვენც ხომ კარგად იცით! მერე გაგადიხარ მომდვენო სასტუმროზე -სან ჯეროლამო , ისეთი სილამაზეა, გული გეკუმშება (აუცილებლად ნახეთ ლინკები), საოცარია - ესეც 217 ლარი.

მერე იხსენებ ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებებს საქართველოს შეუსაბამო და გაბერილ ფასებთან დაკავშირებით, მერე ადარებ ევროსა და ლარის ურთიერთმიმართებას, ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ სხვაობებს, ცხოვრებისა და ხელფასის დონის ამბებს ერთმანეთს და კიდევ მემილიონედ ასკვნი- აშკარად უფრო გაგიმართლებდა ადამიანს სადმე სხვა ცივილიზებულ, არახამ ქვეყანაში რომ გეცხოვრა. გაფართოებული ძებნისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი - www.booking.com და თქვენც მალევე დარწმუნდებით რამდენად ძვირი, ან იაფია უქმე დღეების სასიამოვნოდ გატარება ჩვენთან, თუ საზღვარგარეთ. იტალია, უბრალოდ, მაგალითისთვის დავსერჩე. ძებნა აღარ გამიგრძელებია, დავჯექი და პოსტის წერა დავიწყე.

აღშოთების მიზეზის გამხელისთვის, სტატისტიკისა და ინფორმაციისთვის:

ბაზალეთის ტბა - 225 ლარი

ყვარლის ტბა - ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით 1 დღე 255 ლარი.

ლოპოტა - ერთი დღის გატარება შეუძლებელია. გინდა/არ გინდა- არ აქვს მნიშვნელობა, უნდა აიღო ორდღიანი საგზური, თუნდაც ორმოცჯერ აუხსნა ოპერატორს, რომ კვირა ღამეს იქ ვერ დარჩები , რადგან ორშაბათს სამსახურში უნდა იყო, ამიტომ მხოლოდ შაბათ ღამით შეგიძლია, დარჩე და იმასაც 2 კვირით ადრე დაჯავშნი. პასუხი მაინც უარყოფითია. ფასი - 390 ლარი ძველ შენობაში, ახალ კორპუსში 500 ლარი.

ფასები იქით იყოს და სწორედ ამ - უფროსმა გვიბრძანამ ერთი დღით არ დაჯავშნოთო-მ გამაღიზიანა, ისე გამაღიზიანა, სიამოვნების მიღება მეორე ადგილზე გადავიდა და იმ ფიქრმა იმძლავრა, რომ 390 ლარს მათთვის ვერ გავიმეტებ.

ინფორმაციისთვის: 390 ლარი 162 ევროა, ამ ფასად ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში 3 ღამეს გაატარებ და სულაც არ დამწყდება გული, რომ შაბათი დღე საქართველოს რომელიმე ტბის გარეშე დამრჩა.


*ყველა ზემოთ მოყვანილი ფასი განკუთვნილია ორადგილიანი ნომრისთვის.


23 comments:

Rode said...

რა უბედურებაა... ამას ჯობია ფული შეაგროვო და მართლა სადმე მეზობელ ქვეყანაში გაატარო შაბათ–კვირა ;)

ყველაფერი უაზროდ ჩვენთან რატომაა... რატოომ :(

Keti said...

კარგი იქნება, ჩვენთან საოჯახო სასტუმროების ბიზნესი განვითარდეს. მგონი ეს დაარეგულირებს ფასებს...

საშინლად გაბერილი ფასებია :(

ნასტასია said...

დასვენებას კიდე ვინ ჩივის, იფიქრებ, რომ ის ზანგი ხარ, ან სი სომალელი, რომელსაც არასოდეს არ ასვენებენ, ან ბოლო ბოლო სასტუმროებს ამოიგდებ თავიდან, აიკიდებ კარავს და დასვენების აქტიურ რეჟიმზე გადახვალ, მაგრამ ცხოვრებაც ეგრე არალოგიკურია. აი, ბინის ქირები რო სახელფასო მაქსიმუმ-მინიმუმთან კატასტროფულად შეუსაბამოა და ხელოვნურად აწეული,და მარტო ქირა კი, არა, ყიდვაც, ეგ ხო ცხადია. ანუ, იმავე ევროპის ანალოგიით, იქ რო იხდი რაღაცაში 500 ევროს, ეგ შენი ხელფასის ჰა-ჰა, 5 პროცენტია, აქ კიდე მაგხელა ხელფასი სულ აგქვს.
მოკლედ, რა
მარტო იმიტო რო პარიზში არ დაიბადე, ან ლონდონში არ ცხოვრობ,რაღაცეები რო გეზღუდება, ცუდია. სომალელი და ზანგი გამოდიხარ, აბა რა გამოდიხარ :/

babisa said...

სომალელობა ჰო, მარა აი ზანგობა მერე რა, ბევრი შავკანიანიც ჩვენზე ბედნიერია და მათი ხელფასების მეათედია 500 ევრო. მიდი მერე და აგროვე ფული ბინისთ[ის, გექნება თუ არა თუნდაც ათ წელში საკუთარი თავშესაფარი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუ შენი ქალაქიც პარიზი და ლონდონი არ გახდება

13th Cinnamon said...

ოჰ რამდენი მიფიქრია მაგ საკითხზე. ზოგადად არ ვარ "ეს სად ტ***ში ვცხოვრობთ" დამოკიდებულებით, მაგრამ როდესაც ჩემი მეგობრები მიყვებიან, რომ უპრობლემოდ დაგეგმეს ვიკენდი მეზობელ ქვეყანაში და რაღაც მიზერულ ფასებში წავიდ-წამოვიდნენ, აი მაშინ აღმომხდება "ეს სადა ვცხოვრობთ". ვიკენდი კი არა სრულფასოვანი დასვენება რომ დაგეგმო საზღვრებს გარეთ, ვიზაზე რამდენი უნდა იჩალიჩო :( ფრენაში რამხელა თანხები უნდა გადაყარო :( ... მოკლედ, მაგარი გაგიმართლა ალბათ თუ საკუთარი სოფელი გაქვს, ახლოში, სადაც შეძლებ დაკრა ფეხი და წახვიდე, უფასოდ დაისვენო სიმწვანეში...

babisa said...

კი, მართლა გამართლებაა, თუ ახლომახლო აგარაკი გაქვს. მე რაჭაში მაქვს სახლი, მაგრამ ისე შორსაა, ასე ფეხისდაკვრით ვერ წახვალ.. მაგრამ პოსტში მოყვანილი ფასებით კი დაისვენებ რამდნეიმე დღით, თავის გზის და კვების ფულიანად, ცოტა ნაკლები კომფორტით :)

საზღვარგერეთულ ამბებზე ჰო, გადაფრენა 40 ევრო რომ უჯდებათ და ასეშემდეგები. აქედან კიევში ჩაფრენა კი 300 ევრო ჰაჰ, სასაცილოა

taa said...

ეს დაპოსტე მაგათ ფეიჯებზე?
მართლა ძალიან სასარგებლო პოსტია და გასათვალისწინებელი

Sal said...

ხამები არიან, არარეალურად დიდ ფასებს ადებენ ყველაფერს, განსაკუთრებით იმას,რაც სასიამოვნოა. მერე კიდევ უკვირთ ბანალური ფრაზა "ეს სად ვკვდები ჩემი.." :დ ჰო,არც ეგ ჟღერს კარგად, მაგრამ მაინც. რაღაც მომენტში ვეთანხმები.

babisa said...

taa- ki, lopotas davuposte page-ze

sal, arc me miyvars msgavsi natqvamebi da arc gamudmebit "es ra qveyanaa"s zaxili, magram zogjer ginda tu ar ginda, agmogxdeba mainc, tavisit

Nina Gorecki said...

მაგათთვის სულ ერთია, თავიანთი კლიენტი ჰყავთ და შენ თუ გინდა ნუ ჩახვალ. ასეა სვანეთის რომელიღაც სასტუმროშიც :/ დღემდე არ ვყოფილვარ ამ კუთხეში

კიევში ჩაფრენა კიდევ ძვირია :/

babisa said...

ჰომ, სწორედ ეგ დამოკიდებულებაა, რაც მაბრაზებს, ზოგადად ბიზნესისადმი მიდგომა, მენეჯმენტის დაულაგებლობა და კლიენტებზე ნაკლები ზრუნვა და ათმაგი მოგების გაკეთება.

სვანეთს კიდევ რა უშავს, იმხელაა, მანდ არა, სხვა სასტუმროში მიხვალ

ERM0NIA said...

"ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ უცხოელ ტურისტებს" – ესაა მთავარი დევიზი დღეს. სულაც არ მიკვირს... უბრალო ქართველისთვის (ანუ ჩვენთვის) უცხოეთში დასვენება უფრო იაფი გამოდის. უცხოეთში რა, თურქეთში! თორემ სხვა ქვეყნებში ეგრე იოლას ვერ წავალთ, რაც უნდა იაფი იყოს. თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური მომსახურების სერვისი გვაქვს უსაშინელესი ამ "ახლადაყვავებულ ტურისტულ სამოთხეში"!!! :) მანქანა თუ გყავს, ჯობია გამოსასვლელ დღეებში ავტოთი გასეირნება ახლო–მახლო. მადლობა ღმერთს, ბევრი შთამბეჭდავი ადგილია თუნდაც 20-30 კმ-ის ფარგლებში. .)

babisa said...

მე მგონია, რომ მათთვისაც ძვირია თბილისის ფასები. სწორედ ეკონომიკის ექსპერტები ამბობდნენ, რომ ევროპის ქალაქებში ბევრად იაფად იცხოვრებ, ვიდრე თბილისში. ერთოთახიან ბინას უფრო იაფად იქირავებ, სასტუმროსაც კეთესი პირობებით ბევრად იაფად იშოვი, ვიდრე აქ შედარებით ცენტრალურ უბანში.. ამიტომ ტურიზმი ვერ ვითარდება საქართველოშიო :) და მე მათ ვეთანხმები, რატომ ჩამოვალ საქართველოში,როცა უფრო იაფად თუ არა, თუნდაც იგივე ფასად შემიძლია ევროპა, ან ეგვიპტე, იორდანია ვინახულო?! უნდა გავაიაფოთ ფასები, თუ გვინდა ტურისტები მივიზიდოთ

ERM0NIA said...

მეეჭვება ნინო, ეძვირებოდეთ. აი, თუნდაც ეს უკრაინული გადაცემა ნახე მოგზაურობაზე ბოლომდე...

http://youtu.be/zs8lfpvMvE0

P. S. ოფიციალური სტატისტიკითაც ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება. სწორედ ამიტომ ვახსენე ის დევიზი წინა პოსტში. .)

babisa said...

იზრდება ერთია, უფრო ძვირიც რომ იყოს, მაინც ჩამოვლენ. მე უფრო მეტის მოზიდვაზე ვამბობ. თუნდაც ეგვიპტე რომ 2ჯერ მეტი ღირდეს, ჩავა მაინც ხალხი.
ანუ ”მაინც იქნება”ზე არ უნდა იყოს ორიენტაცია. ლოპოტაც ფიფქრობს, რომ მე თუ არა, ვიღაც მაინც ჩავა.ამიტომ აქვს ასეთი კურსი :)
სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძვირია ფასები, რა თქმა უდნა ფასზე მსჯელობისას ცხოვრების პირობების/ხელფასის დონის ურთიერთმიმართება უნდა განვიხილოთ

ლინკს ვნახავ აუცლიებლად :)

ERM0NIA said...

ეგ რა თქმა უნდა, აი, იმ უკრაინელებმა (იმ ფილმში) ძვირიაო და დაბალი ბიუჯეტით იაფფასიან სასტუმროს ვერ იშოვნიო – ამბობენ კიდეც. რაც ბოლოს დაწერე, ანუ "მაინც იქნებაზე" ორიენტაცია რომ სისულელეა 100% გეთანხმები. :)

Toma said...

უბედურებაა ეს ფასები!გინდაც იმიტომ რომ ის რასაც ეგენი ერთი დღისთვის ითხოვენ, ერთი თვის საშუალო ხელფასის ტოლფასია.

რაც შეხება უცხოელი ტურისტების ჩამოსვლას და დასვენებას საქართველოში. ნებისმიერ ევროპელს, ვროპაში მოგზაურობა და დასვენება უფრო იაფი უჯდებ ვიდრე საქართველოში ჩამოსვლა. თან რა, სერვისია ადამიანური თუ რა. კაფეში რომ რამეს ეტყვი მიმტანს, ისეთს შემოგხედავს გეგონება მისი ვალი გქონდეს რამე.

შესაბამისად ჩემი დასკვნა ესეთია - დასვენება თუ გინდა წადი საქართველოდან, გინდაც მეზობელ თურქეთში სადაც ფასები უფრო ნაკლებია და მომსახურების კულტურა ნამდვილად აქვთ!

პ.ს. სასურველი იქნებოდა საოჯახო სასტუმროების სფეროს განვითარება, მაგრამ ისე რომ ხარისხის კონტროლი იყოს!

Toma said...

p.s. ახლა კომენტარები წავიკითხე და გადავირიე. ის რომ ევრობაში 500 ევრო ხელფასის მეათედია არის ძაააააალიან დიდი შეცდომა. სკანდინავიის ქვეყნებშიც კი სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მარალია, ასეთი ხელფასი სანატრელია!

babisa said...

Tomushka არ ვამბობ, რომ ყოველ მეორე ადამიანს აქვს ამდენი, მაგრამ შენ გინდა თქვა, რომ ათასი ევრო არავის აქვს ხელფასი? რატომღაც მე ბევრი ასეთი შემთხვევა ვიცი :)

babisa said...

* 5 ათასი

Toma said...

samedicino sfero vici yvelaze kargad, da magalitad am sferos mogcem. 5 000 evro xelfasi aqvt xmolod eqimebs, isic stajianebs.

chem specialobaze sashualox elfasi aris daricxvebis gareshe 2 400 evro stjit, ustjod 1900. eqtnebi odnav meti stajis mixedvit.

indievidi said...

მართლა ძალიან არარეალური ფასებია..რა სამწუხაროა..ტურისტებს უფრო ბევრი რამე აქვთ ნანახი საქართველოში ვიდრე მე ..და ალბათ კიდევ ჩემი გარშემომყოფების უმრავლესობას..

babisa said...

ინფოს განახლების მიზნით - 315 ლარი გამხდარა :)))
არადა, სასაცილო სულაც არ არის

ShareThis